ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ღირებულებამ მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გალონზე (3,8 ლიტრი) 6,44 დოლარი შეადგინა.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით მეტია.

საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურ ბაზარზე მიწოდების შემცირებამ გამოიწვია. ექსპერტები ამ დეფიციტს ორ მთავარ გეოპოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებენ: უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ იერიშებს და ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გერმანიაში, დიზელის ფასის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.