გერმანიაში დიზელის საწვავის ფასი ზედიზედ მეორე დღეა ახალ სარეკორდო ნიშნულს აღწევს.
2026 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, ერთი ლიტრი დიზელის საშუალო ფასმა ქვეყნის მასშტაბით 2,471 ევრო შეადგინა, რითაც ოთხშაბათს დამყარებული რეკორდი (2,453 ევრო) გაუმჯობესდა.
გერმანიის ავტომობილების კლუბის (ADAC) და SWR-ის მიერ 15 000 ავტოგასამართი სადგურის მონაცემთა რეალურ დროში ანალიზი აჩვენებს, რომ დიზელზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე, ბენზინის (E10) ღირებულება, პირიქით, ოდნავ — ლიტრზე 2,314 ევროდან 2,308 ევრომდე შემცირდა.
წყარო: „ტაგესშაუ“, „ტაგესშპიგელ“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




