2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 25 წლისთავს ეხმაურება აშშ -ს საელჩო საქართველოში:
"დღეს 25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან - ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა.
25 წლის შემდეგაც, ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს.
წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ: 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდამ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო.




