აშშ-მა ირანული ნავთობის კონტრაბანდით დაკავებულ ერაყულ კომპანიასა და „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ფინანსურ დაწესებულებას სანქციები დაუწესა.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, შავ სიაში მოხვდა ერაყელი ბიზნესმენის, სალიმ აჰმედ საიდის კომპანიების ქსელი, რომელიც 2020 წლიდან მოყოლებული მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობის რეალიზაციას ისე ახდენდა, თითქოს ის ერაყული წარმოშობის იყო.
სანქციები დაუწესდა ასევე რამდენიმე ტანკერს, რომელიც ნავთობის პროპაგანდაში იყო ჩართული.
თარგმანი: პირველი არხი