აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს ირანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დონალდ ტრამპის, კამალა ჰარისისა და ყოფილი კანდიდატის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბების გატეხაში. მათი განცხადებით აღნიშნული კიბერთავდასხმა თეირანის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ადრე ამბობდნენ, რომ თავდასხმების უკან ირანი დგას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად დააკისრა ირანს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ირანი ცდილობდა მიეღო წვდომა იმ პირებთან, რომლებსაც პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰაკერული შეტევები და მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას, განხეთქილების ამერიკულ საზოგადოებაში და შესაძლო გავლენის მოხდენას არჩევნების შედეგზე, რომელსაც ირანი მიიჩნევს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით.