აშშ "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად", - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

სანქცირებულთა შორისაა აიმან ნოფალი, "ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერი, რომელიც არსებული ცნობებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.