გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „ჰეზბოლასა“ და ირანს მოუწოდებს, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ.
„პირდაპირ ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში”, - განაცხადა შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბინ ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს.