ფანტაზიაა, თითქოს უკრაინას თუ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება მოახლოვდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.
უკრაინა-რუსეთის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს:
1) შეწყვიტდეს მკვლელობები უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებით.
2) ეს იყოს მისაღები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის.
3) მაქსიმალურად გაზარდოს ომის არ განახლების შანსი.
ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო ჩარჩოს ყველა კრიტიკა ან არასწორად ესმის ჩარჩოს, ან არასწორად ასახავს ადგილზე არსებულ კრიტიკულ რეალობას.
არსებობს ფანტაზია, რომ თუ ჩვენ უბრალოდ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციებს მივცემთ, გამარჯვება ახლოსაა. მშვიდობას ვერ მიაღწევენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიების ქვეყანაში ცხოვრობენ. მას შეიძლება მიაღწიონ რეალურ სამყაროში მცხოვრებმა ჭკვიანმა ადამიანებმა, – წერს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი.
Any Ukraine-Russia peace plan has to:
— JD Vance (@JDVance) November 22, 2025
1) Stop the killing while preserving Ukrainian sovereignty.
2) Be acceptable to both Russia and Ukraine.
3) Maximize the chances the war doesn't restart.
Every criticism of the peace framework the administration is working on either…









