მართლაც საოცარი რაღაც ხდება, ეს არის გამარჯვება უწმინდესის მოღვაწეობის, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ეს თავისთავად უკვე ფილმია, - ამის შესახებ რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა განაცხადა.

„რაც ხდება, ეს გადასაღებია, მართლაც საოცარი რაღაც ხდება, ეს არის ისეთი გვირგვინი, ისეთი გრანდიოზული ფინალი, ეს არის გამარჯვება უწმინდესის მოღვაწეობის, ეს არის საქართველოს გამარჯვება. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ასეთები ვართ, რომ გვაქვს უნარი სიყვარულზე რეაგირება გვქონდეს, საოცარი რაღაც ხდება. ეს თავისთავად უკვე ფილმია, აქ ყველაფერი ჩანს, ამ კაცმა რა დატოვა, რა იქადაგა, რა დათესა და ამან რა შედეგი გამოიღო. ამის გადაღება ძალიან მინდა, ჩემს კარგ ოპერატორებთან ერთად, რომლებიც კინოში მუშაობენ, ახლა დავამთავრეთ ერთი ფილმი ერთად, რაღაცნაირად მინდა აღვბეჭდოთ ეს ემოცია, სახეებში, ხალხში... “, - ამბობს ლევან კოღუაშვილი.