აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აშშ-ში სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ კრძალავს.
მოსამართლეებმა ერთხმად დაადგინეს, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლებს შესახებ.
კანონის თანახმად, მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა „ტიკ-ტოკი“ 19 იანვრამდე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა ძალაში შევა.
აშშ-ის ხელისუფლება აპლიკაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლით ხსნის.
„ეჭვგარეშეა, რომ 170 მილიონზე მეტი ამერიკელისთვის, „ტიკ-ტოკი“ წარმომადგენს აზრის გამოხატვის, ჩართულობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალების გამორჩეულ და ფართო არხს. თუმცა, კონგრესმა განსაზღვრა, რომ დახურვა აუცილებელია, რათა აღმოიფხვრას ეროვნული უსაფრთხოების კარგად დასაბუთებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია „ტიკ-ტოკის“ მონაცემთა შეგროვების პრაქტიკებთან და უცხოურ მეტოქესთან ურთიერთობებთან“, – ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
„ტიკ-ტოკი“ აშშ-ში სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული პლატფორმაა, რომელსაც დაახლოებით 270 მილიონი ამერიკელი იყენებს.
თარგმანი: პირველი არხი