ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ უბრძანა ტრამპის ადმინისტრაციას, არ გაეძევებინა ბლუბონეტის დაკავების ცენტრში მყოფი ვენესუელელები „სასამართლოს შემდგომი განკარგულებამდე“. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის საგანგებო მიმართვის შემდეგ. მიმართვის ავტორები აცხადებდნენ, რომ საიმიგრაციო ორგანოები, როგორც ჩანს, აპირებენ განაახლონ დეპორტაცია 1798 წლის Alien Enemies Act-ის მიხედვით. ადრე უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დეპორტაცია შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირებს, რომლებსაც დეპორტირება ემუქრებოდათ, ექნებოდათ თავიანთი უფლებების სასამართლოში დაცვის უფლება და მიეცემოდათ „გონივრული ვადა“ მოსალოდნელი გაძევების გასაჩივრებისთვის.