აბუ დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება - ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.
„შეხვედრა მიეძღვნა რუსული ომის დასრულების პარამეტრებს და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკას, რომლის მიზანია ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა“, – წერს „ტელეგრამში“ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებები გუშინ, 23 იანვარს დაიწყო. რომელშიც მონაწილეობას არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, უკრაინის, რუსეთის და ამერიკის დელეგაციების წევრები ესწრებიან.
"როიტერმა" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე (და მისი სპეციალური წარმომადგენელი) ჯარედ კუშნერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელის, იგორ კოსტიუკოვის გვერდით ზის, ხოლო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აშშ-ის კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის გვერდით სხედან.








