კრემლის პრესსსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულებისთვის მთავარი მოთხოვნა დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანაა.
დმიტრი პესკოვის განცხადება მოწომობს, რომ რუსეთი არ ამბობს უარს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნაზე.
„რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი: უკრაინამ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასი და გაიყვანონ ჯარები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა. ასევე არსებობს სხვა ნიუანსებიც, რომლებიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში რჩება", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“.
დმიტრი პესკოვმა ეს განცხადება აბუ-დაბიში აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების წინ გააკეთა.
ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, სამმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ამასთან, მათი ინფორმაციიდან უცნობი რჩება, უცნობი რჩება, მყოფებიან თუ არა ერთ ოთახში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები.
უკრაინული მედიის ცნობით კი, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განმარტა, რომ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების დრო არ არსებობს.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი გუნდი უკვე ადგილზეა და შესაძლოა არაფორმალურ დისკუსიებს აწარმოებდეს.




