აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა,– იტყობინება CNN.

უკრო კონკრეტულად, CNN განმარტავს, რომ სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემდგომი დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმების წინ წაწევას მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებსაც ითვალისწინებდა.

კანონპროექტის მიღებას 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი და ახლა კანონპროექტი მინიმუმ 60-მა სენატორმა არსებითად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული კენჭისყრა თებერვლის ბოლოს შედგება, ვინაიდან შემდეგი კვირიდან სენატორები ორკვირიან არდადეგებზე გადიან. შემდეგ ეტაპზე კანონპროექტი დასამტკიცებლად აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას გადაეცემა, თუმცა გაურკვეველია რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი გაიტანს თუ არა მას კენჭისყრაზე.