აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატს მოუწოდა, არ დაუჭიროს მხარი მიგრაციის რეგულირების კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით დახმარებასაც მოიცავს. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში წერს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი მისცემდა ხმას საშინელ სასაზღვრო კანონპროექტს."

"ეს კანონპროექტი მშვენიერი საჩუქარია დემოკრატებისთვის და მომაკვდინებელი სურვილი რესპუბლიკური პარტიისთვის... ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ გვჭირდება ცალკე საზღვრისა და საიმიგრაციო კანონპროექტი," - წერს ის.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის სენატმა წარადგინა 118 მილიარდი დოლარის ღირებულების ორპარტიული სასაზღვრო უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატის გამოგზავნილ კანონპროექტს კენჭისყრაზე არ დააყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, მოითხოვა სენატში წარმოდგენილი კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება.