დღეს, აშშ-ის სენატმა მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვენესუელას წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას აუკრძალავს მას შემდეგ, რაც მან შაბათ-კვირას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასაჭერად გასცა ბრძანა კონგრესისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

საომარი უფლებამოსილების რეზოლუცია, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა წარადგინა, მოითხოვს, რომ ტრამპმა ვენესუელაზე თავდასხმამდე ან მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებამდე ნებართვა მიიღოს.

კანონპროექტი 52-47 ხმით დამტკიცდა. მას ყველა დემოკრატმა მისცა ხმა, ისევე როგორც რესპუბლიკელებმა რენდ პოლმა, ტოდ იანგმა, ლიზა მურკოვსკიმ, ჯოშ ჰოულმა და სიუზენ კოლინზმა.