აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის მთავარი ავიახაზის Iran Air–ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"Iran Air–ს სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სექტორში მისი საქმიანობის გამო", – აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.

მისივე ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციისთვის (მოსკოვისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების მიწოდებით) დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 10 კერძო პირს და რუსეთსა და ირანში მოქმედ 6 კომპანიას.