აშშ-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 466-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციის 185 ქალაქი და დასახლება მოიცვა. პარალელურად, 65 საათზე მეტია, რაც ირანში ინტერნეტი გათიშულია.
ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მიიღეს.
ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.
თარგმანი: პირველი არხი








