თეთნულდის მთაზე, ზვავში მოყოლილი ერთი პირი ამოყვანილია. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს  მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

ზვავი გუშინ ჩამოწვა, გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა.