ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000, გათბობის გარეშეა მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო და შეფერხებებია წყალმომარაგებაში

9 იანვრის ღამეს კიევზე ერთობლივი თავდასხმა ყველაზე დამანგრეველი იყო დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. „ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება. მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დროებით დატოვონ ქალაქი და გადავიდნენ იქ, სადაც არის ალტერნატიული ელექტროენერგიისა და გათბობის წყაროები, გააკეთონ ეს“, - დასძინა ვიტალი კლიჩკომ.