თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მამა-შვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.
დაცვის მხარე სხდომაზე ლევან ჩიტაშვილისთვის, რომელსაც მკვლელობა ბრალდება, 15 000 ლარიანი, ხოლო მისი შვილისთვის, რომელსაც ძალადობას ედავებიან, 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე თამარ კაპანაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისათვის, მკვლელობა სოფელ შილდაში 8 იანვარს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ლევან ჩიტაშვილი შურისძიების მოტივით, მეზობლის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 48 წლის ნოდარ ასაბაშვილს.
ცნობილია, რომ მანამდე ჩიტაშვილმა შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა მეუღლესა და მეზობელზე, რის გამოც საქმეზე მეორე ბრალდებული, მისი შვილიც დააკავეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.




