„არმენპრესის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენისა და „აყვავებული სომხეთის“ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის სასახლიდან ზოოპარკში ნიანგების გადაყვანისას მაშველი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიანგების ზოოპარკში გადაყვანისას ერთ-ერთმა ნიანგმა მაშველს ფეხი დაუზიანა.

„არმენპრესთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციის დროს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

ერევნის მუნიციპალიტეტმა „არმენპრესს“ განუცხადა, რომ ნიანგების გადაყვანის დროს ერთ-ერთმა ნიანგმა ადგილი იცვალა და ზოოპარკის თანამშრომელს მიეკრო. თანამშრომელი, რომელსაც მცირე ნაკაწრი ჰქონდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.

საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა, „არმენპრესს“ განუცხადა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა გაგიკ ცარუკიანს ცხრა ნიანგი ჩამოართვა და ერევნის ზოოპარკს გადასცა.

„არმენპრესი“ მკითხველს შეახსენებს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა ცარუკიანს ადრე ჩამოართვა სამი ლომი და ოთხი ვეფხვი ჩამოართვა და ზოოპარკს გადასცა. ერთ-ერთმა ლომმა ევთანაზიის შემდეგ ვეღარ გაიღვიძა.