ამის შესახებ ინფორმაციას „მირორი" აქვეყნებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კონსერვატიული რიში სუნაკი, პენსიონერებს 2,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება და ამ ნაბიჯით 4 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პენსიონერთა მხარდაჭერის უზრუნველყოფას ცდილობს. ლეიბორისტულმა პარტიამ მის ამ ნაბიჯს „სასოწარკვეთილი" უწოდა.
რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გაზრდის შეღავათების მოცულობას პენსიონერთა საშემოსავლო გადასახადზე და მათ ხარჯებს 2025-26 წლებში დაახლოებით 95 გირვანქა სტერლინგით შეამცირებს, 2029-30 წლებში კი ეს შეღავათი 275 გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.
ლეიბორისტების თქმით, ეს არის იმ პარტიის "სასოწარკვეთილი ნაბიჯი", რომელმაც სრულად „დაწვა" ის, რაც დარჩა ეკონომიკური ავტორიტეტზე პრეტენზიიდან.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ რიში სუნაკის განცხადება გააკრიტიკა და ცხოვრების ფასის კრიზისის გამოწვეული „სიძნელეების" ფონზე ბრიტანელების „გამძლეობა" შეაქო. მან პირობა დადო, რომ არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების შემთხვევაში შეამცირებს „ჯანდაცვის ეროვნული სერვისების" (NHS) ლოდინის დროს.