უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ათობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, შეერთებულ შტატებში წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული.

ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციას ადასტურებენ CBS News-ის წყაროები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა მედია განმარტავს, რომ თეთრმა სახლმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.

საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც განადგურდა დაახლოებით 40 თვითმფრინავი, А-50, Ту-95 და Ту-22 М3. რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

თარგმანი: პირველი არხი