ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული.

კოშტას თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს და ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მუშაობენ მომხდარის მიზეზის დადგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც უსრულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, ევროპელი მაღალჩინოსნები „კოორდინირებას გაუწევენ ძალისხმევას და გაცვლიან ინფორმაციას ელექტროენერგიის სისტემის აღდგენის ხელშესაწყობად“.

თარგმანი: პირველი არხი