ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირი დაიწყო, ესპანეთის ლა ლიგა 2-ში კი 33-ე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გასვლაზე „ვოლფსბერგერთან“ ფრეს დასჯერდა და ეს მას ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

„ვოლფსბერგერი“ - „შტურმი“ 1:1(1:0)
გოლები: 3' მარკუს პინკი 1:0, 72' ტომი ჰორვატი 1:1

ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 7,1) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.



გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის მებრძოლ „ალმერიას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მარცხმა 33-ე ტურის დაწყებამდე ერთპიროვნულად გალიდერებული „ლევანტე" მეორე ადგილამდე ჩამოაქვეითა. ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა იგი მესამე ადგილზე აღმოჩნდეს.

გიორგი ქოჩორაშვილმა (Flashscore - 6,3) შეხვედრა სრულად ჩაატარა.

„ალმერია“ - ლევანტე 1:0(1:0)
გოლი: 81' ლუის სუარესი, თერთმეტმეტრიანიდან.


მარცხი განიცადა გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“. მას „ტენერიფემ სძლია.

„ტენერიფე" - „გრანადა" 2:1(0:1)
გოლები: 36' ლუკას ბოიე, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 54' მანუ ლამა, საკუთარ კარში 1:1, 78' კრუზ ლუისმი 2:1
გაძევება: 75' მანუ ლამა (წითელი ბარათი)

გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 6,2) მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა.