უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, განაცხადა, რომ აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი ამ კვირაში კიევს ეწვევა, რათა უკრაინაში ომის დასრულების ნაბიჯები შეათანხმოს.
აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისას, სიბიგამ აღნიშნა: "მოლაპარაკებათა გუნდებს შორის შეხვედრას უნდა ველოდოთ".
სიბიჰას თქმით, უკრაინის მოლოდინები კონკრეტული შედეგებია.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია უმაღლეს დონეზე კონტაქტებით, კერძოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრით.
"რადგან არსებობს საკითხები, ყველაზე მგრძნობიარე საკითხები, რომელთა განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი", - თქვა სიბიგამ.






