ეს სიტუაცია აჩვენებს, რომ საბოლოოდ საჭიროა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პარტნიორების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მეზობელ ქვეყნებში გამოყენებულ იყოს უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების, მათ შორის მათი, რომლებიც NATO-ს საზღვრებს უახლოვდებიან, უვნებელსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მას შემდეგ წერს, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
"რუსული დრონების პოლონეთში შეფრენა უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა იზრდება, რადგან წარსული დანაშაულებისთვის შესაბამისად არ დასჯილა.
პუტინი ესკალაციას განაგრძობს, აფართოებს თავის ომს და ცდის დასავლეთს. რაც უფრო დიდ ხანს არ შეეჩეხება ძალას პასუხად, უფრო აგრესიული გახდება.
ახლა სუსტი პასუხი რუსეთს კიდევ უფრო პროვოკაციულს გახდის და შემდეგ რუსული რაკეტები და დრონები ევროპაში კიდევ უფრო შორს იფრენენ.
ეს სიტუაცია აჩვენებს, რომ საბოლოოდ საჭიროა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პარტნიორების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მეზობელ ქვეყნებში გამოყენებულ იყოს უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების, მათ შორის მათი, რომლებიც NATO-ს საზღვრებს უახლოვდებიან, უვნებელსაყოფად.
უკრაინა ასეთი ნაბიჯის შეთავაზებას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა. მისი გადადგმა საჭიროა კოლექტიური უსაფრთხოებისთვის.
ეს ასევე არის მოწოდება პარტნიორებისადმი, დაუყოვნებლიც გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და უკეთესად დაიცვან რუსული დრონებისა და რაკეტების მზარდი რეგულარული თავდასხმებისგან.
ამას გარდა, დაუყოვნებლივ უნდა გაძლიერდეს სანქციები. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ სერიოზული მხოლოდ მაშინ გახდება, როცა სერიოზულ ტრანსატლანტიკურ ზეწოლას შეხვდება. რუსული საბრძოლო მანქანა შეჩერებულ უნდა იქნეს და მისი შეჩერება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი, არა სისუსტით", - წერს ანდრეი სიბიგა.