გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება აბსურდია.
ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუსი განაცხადა.
„რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ „ტვიტის“ გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება: ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება.
თარგმანი: პირველი არხი