ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ (OAS) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საშუალებას მისცემს ვენესუელას, რომ ორგანიზაციაში წევრობის შეჩერების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას მხარი 19-მა ქვეყანამ დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგი იყო და 11-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა  

 „ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ასამბლეა იღებს რეზოლუციას ვენესუელაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათს, 4 ივნისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპომ  ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას ვენესუელისთვის წევრობის შეჩერებისკენ მოუწოდა.  

 მისი თქმით, ვენესუელის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგეს.

"ხვალ გენერალური ასამბლეის შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში ვენესუელის წევრობის შეჩერების პროცესი დაიწყოს ", - განაცხადა მან.