შეერთებულმა შტატებმა და ფილიპინებმა, ისტორიაში ყველაზე დიდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელშიც 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Associated Pressწერს.
ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად მყარდება.
სწავლება, რომლებიც პირდაპირი სროლებს, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო ოპერაციებს, კიბერუსაფრთხოებას და ტერორიზმთან წინააღმდეგობას მოიცავს, დაახლოებით სამი კვირა, 28 აპრილამდე გაგრძელდება.
წვრთნების ერთ-ერთი მიზანია "ერთობლივი ტაქტიკისა და პროცედურების შემუშავება საზღვაო შეტევის დასაწყებად", - თქვა ფილიპინების არმიის გენერალ-მაიორმა მარვინ ლიკუდინმა.
ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ერიკ ოსტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "ბალიკატანის" წვრთნები უზრუნველყოფს მონაწილე მხარეების მზადყოფნას "ერთად უპასუხონ რეალურ გამოწვევებს."
გარდა ამისა, ამ კვირაში, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, ვაშინგტონში აშშ-სა და ფილიპინების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.
10 აპრილს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ფილიპინების ერთობლივი წვრთნები და განაცხადა, რომ ისინი "არ უნდა ჩაერიონ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ დავებში და ზიანი არ უნდა მიაყენონ ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, მის საზღვაო უფლებებს და უსაფრთხოების ინტერესებს."
ამავდროულად, ერთი დღით ადრე, ჩინეთმა დაასრულა სამდღიანი სამხედრო წვრთნები ტაივანთან, რომლის ნაწილიც იყო კუნძულზე ზუსტი დარტყმები და მისი ბლოკადა.