ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა, ომანის ყურეში, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
ჩინეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, წვრთნები სამი ქვეყნის ჯარებსა და საზღვაო ძალებს შორის გუშინ დაიწყო და კვირამდე გაგრძელდება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წვრთნები ეფუძნება სამ ქვეყანას შორის ერთობლივ საზღვაო წვრთნებს, რომელიც 2019 და 2022 წლებში ჩატარდა.