პოლონეთი მზად არის უკრაინისთვის 1 მთლიანი სამხედრო ბრიგადა გაწვრთნას და შეაიარაღოს, მათ შორის ტანკებითაც. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ შევძლებთ აღვჭურვოთ და გავწვრთნათ უკრაინელი სამხედროები მარტის ბოლომდე, 1 ბრიგადის მასშტაბით",- თქვა მარიუშ ბლაშაკმა. მინისტრის თქმით, პოლონეთს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი საბჭოთა წარმოების T72-ის ტიპის ტანკებისა და ქვეითებისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორების მარაგი.
ამავდროულად, ბლაშაკს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ჯარისკაცის გაწვრთნას შეძლებს პოლონეთი დათქმულ პერიოდში.