ციხეში დაღუპული რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მის დასამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა, ტაძარში, სადაც პანაშვიდი გაიმართა. რიგი ორ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. დაკრძალვაზე მივიდნენ ამერიკელი, ფრანგი და გერმანელი დიპლომატებიც.
დაკრძალვის დაწყებამდე სასაფლაო პოლიციამ შემოზღუდა, საფლავის ირგვლივ კი უსაფრთხოების ძალები მორიგეობდნენ.
ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, რომლის ტერიტორიაც ასევე ლითონის ღობეებით იყო შემოღობილი, ხალხმა გაარღვია და სასაფლაომდე ქვეითად სვლა განაგრძეს.
სასაფლაოზე ნავალნის მშობლები დაემშვიდობნენ შვილს, რის შემდეგაც სასახლე საფლავში ჩაასვენეს ფრენკ სინატრას "My way" მუსიკაზე.
ხალხი უკრავდა ტაშს, სკანდირებდა, "არა ომს", "ნავალნი", "არ გეშინოდა, არც ჩვენ გვეშინია", ისინი ნავალნის მშობლებს მადლობას და ბოდიშს უხდიდნენ.