კოლონიაში დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი 1 მარტს მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.
ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
მანამდე ნავალნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვერ პოულობდნენ გამოსამშვიდობებელი პანაშვიდისთვის ადგილს, რადგან სარიტუალო სააგენტოები მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ.
47 წლის ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. მანამდე ის 27–ედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. დასკვნაში ნავალნის გარდაცვალების შესახებ ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი "ბუნებრივი სიკვდილით" გარდაიცვალა.