მოსკოვი ალექსეი ნავალნის ემშვიდობება. ოპოზიციონერს დღეს მარიინოს რაიონში, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გამოეთხოვებიან, რის შემდეგაც მას ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.