კარიკატურული ფაშიზმის სუნი დატრილდა რუსთაველზე - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ სახალხო შეკრებას, სადაც ხალხის წინაშე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა:
"რაზე ოცნებობს ბიძინა ივანიშვილი? გახდეს ქართველი ლუკაშენკო. მთელი მისი უკიდურესად ანტიდასავლური გამოსვლის ლეიტმოტივი იყო ერთი რამ-ჩემს ზურგს უკან რუსეთი დგას. ამიტომ სძულს უკრაინა, ამიტომ უნდა დამარცხდეს რუსეთი უკრაინაში. კარიკატურული ფაშიზმის სუნი დატრილდა რუსთაველზე. არაა საქართველო არც რუსეთი და არც ბელარუსი. თუ ასე გააგრძელებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს." - წერს რომან გოცირიძე.