ალექსანდრ ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრას სთავაზობს.

არსებული ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერმა ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას სურს დაეხმაროს დონალდ ტრამპს კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის დამყარებაში.

"მინსკი მზად არის, რომ უმასპინძლოს აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.

თუ გსურთ, აქ მოდით.

მხოლოდ 200 კილომეტრია ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე, ნახევარი საათი თვითმფრინავით. შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ დასხდეთ - შეთანხმებამდე მშვიდად, ხმაურისა და ყვირილის გარეშე მივალთ.

უთხარით ტრამპს, რომ მე მას ველოდები აქ - ისევე, როგორც პუტინსა და ზელენსკის.

ჩვენ დავსხდებით და მშვიდად მოვილაპარაკებთ". - თქვა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში.