ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის ფასი მკვეთრად იზრდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის ფასი მკვეთრად იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ აშშ გეგმავს შეთქმულებას ჩვენი ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ შეაკავებს უზარმაზარ ინფლაციურ შოკს. ირანი სრულად მზად არის და ჩვენც ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.