ასეთი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დღეს, NBC Nightly News-ის წამყვან ტომ ლამასისთვის თეირანიდან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ის ჯარების სახმელეთო შემოჭრისთვის. მან ასევე უარყო აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების შესახებ და განაცხადა, რომ ირანს არ მოუთხოვია ცეცხლის შეწყვეტა.
კითხვას, ეშინოდა თუ არა მას აშშ-ის შესაძლო სახმელეთო შემოჭრის, არაღჩიმ გამომწვევი ტონით უპასუხა.
„არა, ჩვენ მათ ველოდებით, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ეს კი მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“.
არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანს არ მოუთხოვია ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და ისრაელის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.
„ჩვენ წინა ჯერზედაც კი არ მოგვითხოვია ცეცხლის შეწყვეტა. ადრე, სწორედ ისრაელმა მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა. მათი აგრესიისადმი ჩვენი 12-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ მათ მოითხოვეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა “, - თქვა მან გასული წლის ივნისის 12-დღიან ომზე, როდესაც ისრაელისა და ამერიკის ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს შეუტიეს.
წამყვანის კითხვაზე მინაბის დაწყებით სკოლაზე თავდასხმის და ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე ამერიკის სამხედრო სარდლობა გამოძიების შესახებ,
არაღჩიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 171 ბავშვი დაიღუპა და პასუხისმგებლობა ამერიკულ და ისრაელის ძალებზეა.
„ეს არის ის, რაც ჩვენმა სამხედროებმა განაცხადეს. ასე რომ, ეს ან აშშ-ს, ან ისრაელის საქმეა. რა განსხვავებაა?“
ერთი კვირის წინ, გასულ ხუთშაბათს, არაღჩი სრულიად განსხვავებულ პოზიციაში იმყოფებოდა. იგი ჟენევაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან და მის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, შესაძლო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
არაღჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მომხდარმა თავდასხმამ შეარყია ირანის ნდობა მომავალ მოლაპარაკებებში და დასძინა, რომ გასული კვირის შემდეგ არც ვიტკოფთან და არც კუშნერთან არ უსაუბრია.
„ფაქტია, რომ ჩვენ არ გვაქვს შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით ამ ადმინისტრაციასთან, მოლაპარაკებების წარმოების დადებითი გამოცდილება. ჩვენ ორჯერ, გასულ წელს და წელს, გვქონდა მოლაპარაკებები, და შემდეგ, მოლაპარაკებების შუაგულში, ისინი თავს დაგვესხნენ“, - თქვა არაღჩიმ და დასძინა:
„ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ხელახლა დავიწყოთ დიალოგი მათთან, ვინც უპატიოსნოდ იქცევა მოლაპარაკებებში და არ მოქმედებს კეთილსინდისიერად“.




