ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობა ფაქტია და სიახლეს არ წარმოადგენს და მას დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი უწოდა.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან.ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა სიახლე არ არის. ეს საიდუმლო არ არის. ის წარსულში არსებობდა, არსებობს და მომავალშიც იარსებებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ინტერვიუში.
კითხვაზე, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს ამერიკული სამიზნეების აღმოჩენაში, მინისტრმა უპასუხა, რომ მას არ აქვს დეტალური სამხედრო ინფორმაცია, მაგრამ დაადასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძლიერია.
„რამდენადაც ვიცი, რუსეთთან ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს. ისინი ბევრ სფეროში გვეხმარებიან, მაგრამ მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია“.




