ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
2022 წელს დაახლოებით 108-110 ათასი რუსი ჩამოვიდა სომხეთში და დარჩა მუდმივ საცხოვრებლად. გარდა ამისა, გასულ წელს გაიხსნა დაახლოებით 2,5 ათასი საწარმო რუსეთის მოქალაქის მონაწილეობით და რუსეთიდან ჩამოსული 4 ათასი კაცი დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
სომხეთის ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის მშპ 2021 წელთან შედარებით 12,6%-ით გაიზარდა. ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ ამ 12,6%-იდან 3 პროცენტული პუნქტი უზრუნველყო რუსეთიდან სომხეთში საცხოვრებლად გადასულმა დაახლოებით 110 ათასმა კაცმა. 2022 წელს სომხეთის საბანკო სისტემაში მომხმარებელთა სახსრების დამატებით შემოდინებამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რუსეთის სტატისტიკური სამსახურის თანახმად, 2022 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით რუსეთი 419 ათასმა ადამიანმა დატოვა, რაც ორჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. უმეტეს შემთხვევაში რუსები დსთ-ს ქვეყნებში რჩებოდნენ.