“ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წარმომადგენლის თამარ კორძაიას განცხადებით, მისი მეუღლის თბილისში გადმოსვლა ნეპოტიზმს არ უკავშირდება. აღნიშნულის შესახე კორძაიამ რუსთავი2-თან ირმა ნადირაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

“მისი თბილისში გადმოსვლა არ უკავშირდება ნეპოტიზმს. ჩვენ დავქორწინდით 2010 წელს და იმიტომ გადმოვიდა თბილისში. თუ რომელიღაცა შპს-ს მონიტორინგის უფროსობა ნეპოტიზმის გამოვლინებაა, კი ბატონო”, – განაცხადა ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ.

ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, 2012 წლის შემდეგ დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს.  დეპუტატის თქმით, ბიუჯეტი მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული და პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერზო და საჯარო სექტორის კარი.

რაც შეეხება თამარ კორძაიასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, მისივე თქმით ახლა ის დაწინაურდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახურის უფროსია.

The post თამარ კორძაია: ჩემი ქმრის თბილისში გადმოსვლა არ უკავშირდება ნეპოტიზმს appeared first on iMtavroba.