NULL

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი, პირველი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებსაც დაურეგისტრირებელი მიწა აქვთ, ეკონომიკურ საქმიანობას სრულად ვერ ახორციელებს. აღნიშნული კანონი კი, პრემიერის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითრებას ხელს შეუწყობს.

“მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფასოდ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ, რასაც ქვია უზუსტო ნახაზი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. ერთი წლის განმავლოაში ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგებლოს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა”, – აღნიშნა წულუკიანმა.

პრემიერმა მას თხოვა, შეიქმნას რაიმე მექანიზმები, რომლითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკი და არ დარჩება იმის შესაძლებლობა, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს კანონი.

The post პრემიერი: მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება appeared first on iMtavroba.