სოფელ ოხვამეკარში რკინა-ბეტონის საფარი დაიგო, სანიაღვრე არხები გაიწმინდა და რკინის ცხაურები მოეწყო,- ამის შესახებ ინფრომაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 152 166 ლარი შეადგინა.

სამუშაოების განხორციელების დროს 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა

ოხვამეკარის გზა აქამდე ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებოდათ.”- აღნიშნული გავრცელებულ ინფრომაციაში.

The post სოფელ ოხვამეკარში რკინა-ბეტონის საფარი დაიგო appeared first on iRegions.