NULL

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა,- ამის შესახებ ინფორმაიას მუნიციპალიტეტის გმგეობა ავრცელებს. 

მე-3 ეტაპის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება:
· თავისუფლების და კილასონიას ქუჩის ჩიხებში;

  შუბლაძის ქუჩაზე (დ. კაჭარავას გადაკვეთიდან სკოლის მიმართულებით გზა);

· ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან გაბელაიას ქუჩამდე გზა);

· იოსელიანი ქუჩაზე;

· ცანავას ქუჩაზე ( გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე);

· ალექსანდრე აბაშელის ქუჩაზე;

· ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზაზე.

გზის სარემონტო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელი ნოსირის საზღვრამდე.
სამუშაოებს ახორციელებს ელ-ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. "არქეოპოლისი" „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 7 525 629 ლარს.