ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. 

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ

რას შეცვლის, რა საფრთხე შეიძლება იქონიოს ამერიკის მთავრობის სანქციებმა ქართულ სასამართლო სისტემაზე და როგორ შეიძლება უვადოდ არჩეული მოსამართლეების გამოწვევა სისტემიდან, რომელიც კელი დეგნანმა კორუფციასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრს, ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგი"-ს ხელმძღვანელს ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა.

"საქართველოში ყველა მოსამართლე დატვირთულია გარდა იმ ლიდერი მოსამართლეებისა(მიხეილ ჩინჩალაძე. ლევან მურუსიძე) და კლანის წევრებისა, რომელშიც სისტემის სათავეშია. ხაზს ვუსვამ მიხეილ ჩინჩალაძის საქმიანობას,  6 თვის განმავლობაში ვამოწმებდით სააპელაციო სასამართლოს გვერდს და პროცესების განრიგში ვერ აღმოვაჩინეთ ჩინჩალაძის გვარი. პროცესებს არ ატარებს. 

რაც შეეხება მურუსიძეს და შენგელიას, მათი დატვირთულობა მინიმალურია. ყველა სხვა დანარჩენი მოსამართლე არის დატვირთული, ხელმძღვანელი პირების და თავმჯდომარეების გარდა. ესენი პრივილეგიებით სარგებლობენ. ამიტომ, საფრთხე საქმეებთან მიმართებით, ვინაიდან ესენი არ მუშაობენ, არის ფაქტობრივად ნაკლები. 

რაც შეეხება იმას, რომ სანქცირებული მოსამართლეები გვყავს საქართველოში, რომლებიც ხელმძღვანელობენ, ეს არის პრობლემა სამართლებრივი თალსაზრისით. 

მოსამართლე შესაძლებელია გათავისუფლდეს თანამდებობიდან დისციპლინური სანქციის საფუძველზე ან პირადი განცხადების საფუძველზე.თუ არ არის საპენსიო ასაკს  მიღწეული. 

რა თქმა უნდა დისციპლინური სანქცია დღევანდელ სასამართლო სისტემაში არის არარეალისტური. საბჭოშიც თვითონ არიან, მურუსიძე თვითონ არის საბჭოს წევრი. ამიტომ, არ არსებობს სასამართლო  სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომელიც მურუსიძესა და ჩინჩალაძის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ, აქ არის ერთი ფაქტორი. შეიძლება  ფორმალურად ეს ასე გამოიყურება, მაგრამ ნელა-ნელა მათი ძალაუფლება შესუსტდება სასამართლო სისტემაში და აუცილებლად გამოიწვევს  შედეგ.

დღეს არ არის 2013-2014 წელი... 

საქართველოში მოსამართლეთა უმრავლესობა არის უვადოდ დანიშნული და მათი გარანტიები უზრუნველყოფილია. ჯერი მოსანართლეებზე, როგორ იმოქმედებენ, კონფერენციებზე ვის დაუჭერენ მხარს, მათზე დამოკიდებული ყველაფერი. 

- ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია... საზოგადოებას სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა 

- შიგნით ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსამართლეებზე, რა რეაგირება ექნებათ, ამ ყველაფერზე, უნდათ თუ არა ამ ლიდერშიპთან მუშაობა, რომლებიც დასანქცირებულები არიან.

- მოსამართლეთა უმრავლესობა ამ ლიდერშიპის მოყვანიალი, არჩეულია...

- გასული წლის ოქტომბერში 31-ე მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდა, იქ დაახლოებით მოსამართლე 20% არ მივიდა. ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა ძალიან მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამ კონფერენციაზე მოხდა მისი არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. გვრიტიშვილიც (დიმიტრი გვრიტიშვილი. 2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიასწორედ ამ კონფერენციით დაბრუნდა სასამართლოში. თუ ოქტომბერში 20%-მდე მოსამართლე არ მივიდა, მე მგონია, რომ კონფერენცია ჩატარდება და არჩევნებზე მიდგება საქმე, დღეს ეს რაოდენობა იქნება ბევრად მეტი.  ახლა სხვა დროა და მგონია რომ სასამართლო კორპუსში მომწიფებულია ძალიან ბევრი რამე.

შემიძლია თამამად გითხრათ, უმრავლესობას მობეზრებული აქვს მურუსიძე და ჩინჩალაძე. ის რომ სადღაც მიდის თვითონ მოსამართლე, პასუხს აგებს მურუსიძის მორალურად მურუსიძის ქმედებებზე. 

- არსებობს თუ არა მექანიზმი, სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ არიან გამწესებული სასამართლოში, უკან გამოიწვიონ...

- მოსამართლეს გათავისუფლება დისციპლინური თვალსაზრისით უნდა დაეკისროს შესაბამისი პირობების დადგომის შემთხვევაში. ასეთი პირობები რომც დადგეს, ვინაიდან მურუსიძე თვითონ არის საბჭოს წევრი და მისი მთელი სამეგობრო წრე გადაწყვეტილების მიმღები პირები, პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა არ არსებობს. თორემ მექანიზმი  არსებობს...

ოთხივე ადამიანი, რომელიც დაასანქცირეს არის წინა ხელისუფლების მოსამართლე. განსაკუთრებით ცერცვაძეზე თუ ვსაუბრობთ, ხანგრძლივი პერიოდი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. თუმცა, ამ ხელისუფლებამ ეს ხალხი გადმოიბარა. 

იცით რა არის? სასამართლო არის ძალიან სპეციფიკური სფერო. იმდენად მასშტაბური თემაა, ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, მნიშვნელოვანი მუდმივად თვალყური ვადევნოთ და კომპლექსურად მივუდგეთ.

- იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებზე ყიჟინა შემოსცხეს და რომელთა კისერზეც დგას "სასამართლოს კლანი" რას მოუწოდებთ?

- ნაკლებად ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ, ყველამ იცის რომ სასამართლო სისტემა არის განსაკუთრებული სფერო, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული კანონის მიღება და დასრულებული პროცესი. ეს არის სფერო, სადაც ბევრ დეტალზე დგას შიგნით მიმდინარე პროცესები. თუნდაც მურუსიძის სხდომის ჩანიშვნაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის გამართვაზე. ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლოსთან მიმართებით. ყურადღება არავინ უნდა მოადუნოს. როგორც კი აქედან ყურადღება გადადის, მაშინ ხდება იქ რაღაცები. ამიტომ, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, მანამდე ვისაც ეს თემა ეხება არ უნდა გაჩერდეს. არის რაღაც პერიოდი თითქოს სხვა თემები მოდის წინა პლანზე".

ავტორი ირმა მესხია