მთელი ქვეყანა შეძრა დევნილთა დასახლებაში - „ქართლში“ მომხდარმა ამბავმა, როდესაც მამაკაცმა თავი მოიკლა. კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავი ყოფითი პრობლემების გამო მოიკლა, რომლის მოგვარებასაც ისინი ითხოვდნენ, კერძოდ კი ეს უკავშირდება დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხს. ამ საკითხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დევნილთა პრობლემები და ზოგადად სოციალური პოლიტიკა დღევანდელი პოლიტიკოსების დღის წესრიგში ფაქტობრივად არ დგას.
რატომ არის გადაწეული სოციალური პოლიტიკა უკანა პლანზე და რა უნდა გაკეთდეს დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად? - ამ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს: როგორ ფიქრობთ, რატომ არის სოციალური პოლიტიკა უკანა პლანზე გადაწეული დღეს, რაც დევნილთა შემთხვევამ და მომხდარმა ტრაგედიამაც გამოაჩინა? იმიტომ, რომ თუ ვიმსჯელებთ მედიააქტუალური თემებით, ბოლო პერიოდში პრაქტიკულად კანიბალიზებული აქვს პოლიტიკას. პოლიტიკა არის ისეთ დოზით მედია გაშუქების თვალსაზრისით... ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ბრძოლას ვგულისხმობ, რომ პოლიტიკის სხვა შემადგენელი ნაწილები, რომელიც შეიძლება იყოს სოციალური და ა. შ. ეს ყველა თემა ფაქტობრივად დროში შეჭმულია ამ პოლიტიკური ბრძოლის გაშუქებით ქვეყანაში და ეს არის პრობლემა. მედიის პრობლემაა აქ თუ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც პოლიტიკურ აქტორებს გაქვთ? პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგას ვგულისხმობ. ის კრიზისი, რომელიც 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებულია ქვეყანაში და მანამდეც ასე იყო, მარტო მაგის დაბრალებაც არასწორია. ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია პოლარიზაცია და ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც სააკაშვილი ციხეში ზის, დაპირისპირების კულმინაციასავით არის. ეს განაპირობებს მთელი ყურადღების მიმართვას ამ თემის - „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირების მიმართ და მათ არსენალში არის არა სოციალურ პოლიტიკაზე დავა, არამედ რუსეთის პირდაპირ აგენტობაში დადანაშაულება მოწინააღმდეგის. როდესაც შენ მოწინააღმდეგეს ადანაშაულებ და ოკუპანტთან გაქვს გათანაბრებული, მასთან ლაპარაკი სოციალურ საკითხებზე არაადეკვატური გამოდის, რადგან ოკუპანტს სოციალურ საკითხებზე ხომ არ ელაპარაკები?! ამიტომ ამ თემების აქტუალიზაცია ვერ ხდება როგორც დროის ფაქტორიდან ასევე ამ მეორე საკითხიდან - შინაარსობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა, ბოლო 20 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, არასდროს ყოფილა პრივილეგირებულ საკითხთა შორის და არა მხოლოდ 2020 წლის კრიზისისა და სააკაშვილის დაჭერის შემდეგ. როგორ გეკადრებათ. 2012 წელი და ის არჩევნები რომ გაიხსენოთ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, დაინახავთ, რომ ეს ასე არაა. გასაგებია, რომ იყო ის იმის წინააღმდეგ და ა. შ. მაგრამ თუ გადახედავთ, „ოცნების“ ძირითადი თემები სოციალური საკითხები იყო. კი, არჩევნების დროს ახსენდებათ ხოლმე პოლიტიკოსებს ხალხის პრობლემები და ზუსტად ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს. იგივე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ხომ დიდი სოციალური პროექტია, რომელსაც შესაძლოა მე არ ვეთანხმებოდე, იმიტომ, რომ სწორად არ მიმაჩნდეს, მაგრამ მაგ გაგებით, რომ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ეს თემები, ასე არ არის. კითხვას მხოლოდ მაგ ნაწილში ვაკრიტიკებ, რომ კი, დიდ პროგრამებსაც აკეთებენ ხოლმე. უშუალოდ დევნილების საკითხზე რას ფიქრობთ და რამდენად სწორია, როდესაც დევნილთა დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პანაშვიდზეც კი არ მივიდნენ? მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, პანაშვიდზე ვინ დადის და ვინ - არა, ეგ ჩემი საქმე არ გახლავთ. რაც შეეხება უშუალოდ დევნილების საკითხს, რატომ ვერ მოვაგვარეთ მათი პრობლემები ამდენი წელი? ზოგადად დევნილთა ჯგუფები, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ჯგუფები გამოყენებულია პოლიტიკაში. არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელსაც დახმარებას ან აძლევ, ან ჰპირდები მომატებას და ა. შ. თავისთავად ცხადია, რომ დევნილების ჯგუფს საქართველოში პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ 30 წლის წინ ნახევარ მილიონამდე დევნილი გაჩნდა ქვეყანაში. თითქმის 30 წელია გასული და ძალიან რთულია, რომ ამ ადამიანებსა საქართველოს სხვა მოქალაქეებს შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არსებობს. თაობაზე მეტი გავიდა. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ ეს თემა დავაკონსერვოთ და მუდმივად ვიღაცაზე ვიძახდეთ, რომ ვაიმე რა საწყლები არიან. ხომ სჯობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ?! იაგო ხვიჩიამ თქვა ეთერში გუშინ და ჩემი აზრით სწორი პოზიცია ჩამოაყალიბა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან, რათა რაიმე ფორმით დისკრიმინირებული მოქალაქეები არ გვყავდეს. რომც წარმოვიდგინოთ, რომ ოდესღაც ვიღაცის ბრალია, რომ დღეს ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან, როგორშიც არიან, მაგრამ მათ ამ მდგომარეობაში ყოფნაში ჩემი შვილების ბრალი არაფერია. აქედან გამომდინარე თუ ამ დაშვებებით გამოვალთ... მათი სტატუსი იქიდან ხომ არ გამომდინარეობს ღარიბები არიან თუ არა?! შესაძლოა იყოს დევნილი და იმდენად მდიდარი იყოს, რომ აქეთ ეხმარებოდეს სხვა ადამიანს და 45 ლარს ვაძლევდეთ დევნილის დახმარებას. ეს ხომ არასწორია?! ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ რამე გვაქვს საკომპენსაციო და გასაცემი, გავცეთ. უზარმაზარი უძრავი ქონებაა მთავრობის ხელში, რომელიც ისედაც დასაპრივატიზებელია და თუ ვინმეს უნდა გადასცე ის, უნდა გადასცე მას, ვინც სადღაც ასეთი მატერიალური ქონება. როცა ეს ადამიანები საქართველოს სხვა მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან, მერე უნდა იყოს ისეთი მიდგომა, რაც არსებობს ქვეყანაში. როდესაც ღარიბია ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ის დევნილია თუ არადევნილი?! უნდა დავეხმაროთ ყველა ღარიბს და სტატუსური სხვაობა აღარ უნდა იყოს, რაც იწვევს ჩვენს ვალდებულებას მათ მიმართ და ჩვენ ეს ვალდებულება მორალურად არ გაგვაჩნია, ისევე როგორც მათ ჩვენთან მოსათხოვი არ აქვთ და თუ რაიმეა საკომპენსაციო, გადავცეთ ქონება. ჩემი აზრით, მეორე სწორი იდეაა, რაც უნდა გაჟღერდეს თქვენი და თუ სხვა მედიის საშუალებით, ისაა, რომ ამ ხალხს აქვთ საკუთრება აფხაზეთში. რატომ არ ვურეგისტრირებთ?! ჩვენ შეგვიძლია ისეთი რამე გავაკეთოთ ამ ადამიანებისთვის, რაც მართლა გააუმჯობესებს ამ ადამიანების მდგომარეობას. ასე გგონიათ, რომ ეს საკითხი ხელოვნურად არის დაბლოკილი? რა თქმა უნდა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც აფხაზეთში თავიანთი ქონების შესახებ დოკუმენტებიც კი გააჩნიათ. რატომ არ უნდა ურეგისტრირებდეს საქართველოს მთავრობა?! ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი