NULL

ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით “აჩუქებინეს” “ქართული ოცნების” მთავარი დანაპირების – სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება.

სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით.

რა პასუხი აქვს “ქართულ ოცნებას” თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე “აიპრესი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა.

ბატონო ზვიად, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, შეასრულა ხელისუფლებამ მისი მთავარი დანაპირები ამომრჩევლის წინაშე?

“გაჭიანურდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მთელი  რიგი სუბიექტური მიზეზების გამო. თუმცა, ამის გასამართლებელ არგუმენტად მოყვანა ძალიან დიდი  უხერხულობაა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებულ ერთ-ერთი ნომერ პირველი ვალდებულება.

“აიპრესთან” ზვიად კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი დაზარალებულია, რომელსაც ქონება წაართვეს და  საქმეთა სიმრავლის გამო, მეპატრონეებისთვის ქონების დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა.

“სამართლიანობის აღდგენის  პროცესის ერთ-ერთი  მთავარი შემადგენელი იქნებოდა ქონებრივი უფლებების დაბრუნება  იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელისუფლებამ ათასგვარი ხრიკების,  ტერორის,  შანტაჟის გამოყენებით წაართვა საკუთარი ქონება.

საქმე იმაშია რომ აურაცხელი განცხადებაა შესული, როგორც პარლამენტში ასევე პროკურატურაში.  ზუსტად გუშინ ვიხილავდი, ერთ-ერთი ბიზნესმენის საკითხს,  რომელიც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და გადასახლებულიყო ლონდონში.

მას წინა ხელისუფლებამ წაართვა ყველაფერი. ესეც არ იკმარა და  აბსოლუტურად დაუმსახურებელი ჯარიმები დაუწესა.  ახლა ეს ადამიანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეძებს სამართალს, რომ ხელმეორედ განიხილონ მისი საქმე.

გამომდინარე საჩივრების დიდი რაოდენობიდან,  უფრო  ჩქარა ამ პროცესების წამართვა ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა,  რომ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტიც კი.  როგორც ჩანს, ესეც არ არის საკმარისი, რომ საქმეები დროულად გამოიძონ.”-განაცხადა ზვიად კავაჭანტირაძემ “აიპრესთან”.

ზვიად კვაჭანტირაძე:სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა და ამაზე თავის მართლება უხერხულია

iBusiness