თიბისი ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებისთვის გათამაშებას იწყებს. დღეიდან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებზე რაიმე ტრანზაქციას შეასრულებს, შეიძლება დასაჩუქრდეს. თიბისი ბანკის ახალი გათამაშება დღეს დაიწყო და ის ყველაზე მასშტაბური გათამაშება იქნება გამარჯვებულების რაოდენობის მიხედვით – ჯამში, გათამაშებას 5 ათასი გამარჯვებული ეყოლება.

გათამაშება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალით ისარგებლებს, შანსი ეძლევა ჩაერთოს მომენტალურ გათამაშებაში და მოიგოს 20 000, 10 000 ან 5 000 ლარი, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზი ან მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დრო.

გამარჯვებული მომხმარებლები ანგარიშსწორებისთანავე შეიტყობენ, იყო თუ არა მათი ტრანზაქცია იღბლიანი.

თიბისი ბანკი დღეს სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოში – ბოლო პერიოდში ბანკმა გააორმაგა აპარატების რაოდენობა და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებს უკვე 2600 აპარატი ემსახურება. უახლოეს მომავალში სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდები განხორციელდება არა მარტო ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარსა და ევროშიც. ოპერაციების განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი იქნება პლასტიკური ბარათების საშუალებითაც.

სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში თიბისი ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 12,6 მილიონ ლარს შეადგენს.